Wednesday, April 23, 2008

რატომ პადრე?

ბევრს გაუჩნდა ფორუმზე კითხვა, რატომ ვეძახით პადრეს,
სიმართლე გითხრათ,
არც მე ვიცი
არსებობდა თუ არა ეს ზედმეტსახელი მაგთი ჩეთამდე.
მოკლედ:)
თქვენი სიამაყე
ზემოთხსენებულ ჩეთში მოღვაწეობდა,
:)
მეტ ინფორმაციას თუ ფლობთ ამ ნიკზე,
კომენტარი დატოვეთ:)

***

ძალიან მიყვარს დიმა,ამ სიტყვებით დავიწყებ:)
ეს არის ის იშვიათი ადამიანი, რომელიც გულს არ გატკენს და ყველანაირად შეეცდება დაგეხმაროს.
ღიმილის უკანაც ხშირად მალავს უცნაურ სევდას,
ალბათ, იმიტომ, რომ სხვა არ შეაწუხოს,
სხვა არ დათრგუნოს.
მის მთელ სამყაროს თვალწინ გვიშლის სიმღერისას,
უბრალოდ,
უნდა შეძლო და დაინახო.